Sunday, May 29, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

 დღევანდელი ტრენინგი მივუძღვენით შეფასების ტიპებზე საუბარს. გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას, შემდეგ ამ სტრატეგიებიდან ავარჩიე ჩემი  პროექტის შესაბამისი სტრატეგიები თავისი შეფასების 5 მეთოდითა და შეფასების ინსტრუმენტით.
პროექტის გეგმაში ჩავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.
გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს, რომლებითაც იქმნება სხვადასხვა ცხრილები და დიაგრამები.
ასე რომ, დღევანდელი ტრენინგიც,ისე როგორც სხვები, ნაყოფიერი და საინტერესო იყო! :))

Saturday, May 28, 2016

მესამე დღის რეფლექსია

        დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. პროექტის გეგმაში განვათავსეთ პროექტის შესაბამისი ინდიკატორები და მიმართულებები ესგ-დან. ასევე დავწერეთ პროექტის მიზნები და ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის კითხვებზე ( ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები)
           ტრენინგის მეორე ნაწილში გავეცანით საინტერესო ინსტრუმენტს: DRIVE-S, რომელიც მიბმულია GMAIL-ზე. ამის საშუალებით, ნებისმიერი ინფორმაცია შეგვიძლია შევინახოთ DRIVE- ში,ასევე იქ განთავსებული ინფორმაცია გადავიყვანოთ სამუშაო რეჟიმში და გავუზიაროთ იმათ, ვისთან ერთადაც გვინდა მუშაობა ამ დოკუმენტში.ვისწავლეთ ასევე ბმულის შექმნა და განტავსება ბლოგზე, რომლის საშუალებიტაც დრაივის ინფორმაცია ყველასთვის ხდება საჯარო.
         ვისწავლეთ ასევე, სად შეიძლება ვნახოთ პედაგოგებისთვის განკუთვნილი საოფისე პროგრამების ვიდეო-გაკვეთილები. ( WWW.ICT.TPDC.GE)
          ასევე ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ბუკლეტის ლინკი, რომელიც წინა ტრენინგტზე შევქმენით.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

ბუკლეტი

 ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, May 14, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ჩამოვყალიბდითპროექტის იდეასა და თემატიკაზე და, შეიძლება ითქვას,დღეს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.ასევე მოსწავლეებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი. ვისწავლეთ word-is პროგრამით როგორ უნდა შევქმნათ ბუკლეტი და ასევე ვნახეთ მზა ბუკლეტები word- ში, რომლებშიც მხოლოდ ინფორმაცია განვათავსეთ. ასე რომ,დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო! :)

Thursday, May 12, 2016

პირველი დღის რეფლექსია

    დღევანდელ ტრენინგზე გავიგე იმის შესახებ, თუ რას შევისწავლი დანარჩენი 8 დღის განმავლობაში; თუ  როგორ უნდა დავგეგმო და განვახორციელო საკლასო -სასწავლო პროექტები. გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს და ვისწავლე, როგორ უნდა ვიმუშავო ამ სახელმძღვანელოში. შევქმენი ჩემი ბლოგი და ჩავინიშნე დავალებები,რომლებიც შემდეგი ტრენინგისთვის უნდა შევასრულო.
(მეორე ტრენინგისთვის უნდა მოვიფიქრო პროექტის თემა და ავარჩიო მინიმუმ ერთი უნარი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან,რომელსაც განუვითარებს მოსწავლეებს ჩემ მიერ შერჩეული პროექტი.)