მეცხრე ტრენინგი შემაჯამებელი იყო. ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოების გამოქვეყნება ბლოგზე გოოგლ-დრაივის საშუალებით. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და შევუფასეთ ერთმანეთს პრეზენტაციები და პროექტები.
რაც შეეხება მთლიანად ტრენინგს, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო! ბევრი ახალი რამ ვისწავლე. კიდევ უფრო კარგად დავინახე სასწავლო პროექტების საჭიროება!
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნინო კაჟაშვილს, ასეთი კომპეტენტური ტრენერობისთვის!!! :)))
Sunday, June 19, 2016
Monday, June 6, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ვნახეთ საინტერესო პრეზენტაცია მსწავლელთა ტიპების შესახებ. ასევე ვისწავლეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის,რომ ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ადვილად აღსაქმელი იყოს ახალი მასალა.
ასევე შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომლებიც უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რითიც ისწავლიან ისინი, თუ რა უნდა ჩაწერონ პრეზენტაციაში.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა და სხვადასხვა გაჯეტის დამატება, რითიც გავამრავალფეროვნებთ ჩვენს ბლოგს. შევქმენით სოციოლოგიური გამოკითხვა ბლოგზე.

Saturday, June 4, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ნაწილობრიბ გავაკეთეთ სლაიდშოუ ჩვენი პროექტის შესახებ. ასევე ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ. გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის განთავსების სხვადასხვა სტილს. შევადგინეთ ჩვენი პროექტის გამოყენებული ლიტერატურა. გავიარეთ სახელმძღვანელოს მე-3 და მე-4 მოდულები.
Subscribe to:
Posts (Atom)