დღევანდელ ტრენინგზე ვნახეთ საინტერესო პრეზენტაცია მსწავლელთა ტიპების შესახებ. ასევე ვისწავლეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის,რომ ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ადვილად აღსაქმელი იყოს ახალი მასალა.
ასევე შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომლებიც უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რითიც ისწავლიან ისინი, თუ რა უნდა ჩაწერონ პრეზენტაციაში.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა და სხვადასხვა გაჯეტის დამატება, რითიც გავამრავალფეროვნებთ ჩვენს ბლოგს. შევქმენით სოციოლოგიური გამოკითხვა ბლოგზე.
No comments:
Post a Comment